აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 345-მა დეპუტატმა. აქედან 165 რესპუბლიკელი 180 დემოკრატი იყო. წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, ზუსტად იგივე კანონპროექტი სენატმაც უნდა მიიღოს ამჟამად აშშ-ს სენატში კანონპროექტს უკვე გავლილი აქვს საგარეო კომიტეტი, რის შემდეგაც ის კენჭისყრის ეტაპზე გადავიდა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში MEGOBARI აქტის საერთო ვერსიის დამტკიცების შემდეგ მას აშშ-ს პრეზიდენტს ხელმოწერისთვის გადაუგზავნიან ორპარტიულ აქტში დეკლარირებულია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სულ უფრო ზრდის მტრულ დამოკიდებულებას ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი მთავარი ევროატლანტიკური პარტნიორების მიმართ, ამავდროულად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და სხვა ანტიდასავლურ ავტორიტარულ რეჟიმებთან
ეს არის ერთობლივი ზეიმი, ვისაც სჯერა, რომ ღირსე...
ჯო უილსონი “MEGOBARI აქტის” ფარგლებ...
საინფორმაციო სააგენტო Euroscope-მა ევროპული კომ...
დღეს, 5 მაისს, უყრიან კენჭს ამერიკის შეერთებული...
Mana press