სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამურიდან შავი კვამლი ამოვიდა, კონკლავის პირველ დღეს კარდინალებმა ახალი პაპის არჩევა ვერ შეძლეს.
ისინი ახლა სანტა მარტას რეზიდენციაში დაბრუნდებიან, სადაც იზოლაციაში იქნებიან კონკლავის (კენჭისყრის) მეორე დღემდე, რომელიც ხვალ იქნება.
აღსანიშნავია, რომ საუკუნეების განმავლობაში არცერთი პაპი არ იყო კონკლავის პირველ დღეს არჩეული, ამიტომ კენჭისყრა შესაძლოა რამდენიმე დღე გრძელდებოდეს, სანამ ერთ-ერთი კარდინალი არ მიიღებს ხმების ორ მესამედს, რათა 267-ე რომის პაპი გახდეს.
შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს გარდაიცვალა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press