შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ორმხრივი ტარიფების შემცირების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჟენევაში ჩინეთის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ზომების 90-დღიან დაპაუზებასა და ტარიფების 10%-მდე შემცირებაზე.
„ორივე ქვეყანამ ძალიან კარგად წარმოადგინა თავისი ეროვნული ინტერესები. ორივეს გვაქვს დაბალანსებული ვაჭრობის ინტერესი და აშშ გააგრძელებს ამ მიმართულებით სვლას“, - განაცხადა ბესენტმა.
ჟენევის შეხვედრები აშშ-ისა და ჩინეთის ოფიციალური პირების პირველი პირისპირ შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში დაბრუნდა და გლობალური სატარიფო კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ჩინეთს განსაკუთრებით მაღალი გადასახადები დააკისრა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press