"ხვალ „ფაიზერის“ სერიოზული რაოდენობის დოზები შემოვა ქვეყანაში. 168 000 დოზა, რომელიც არის ნაყიდი ვაქცინები“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ეპიდაფეთქების დასაწყისი და მთავარი მტერი დიდი თავშეყრებია.
,,დღეს გვაქვს მესამე ტალღის შემდგომი განვითარება ანუ ზე სვლა, თუ გინდათ დაარქვით მეოთხე ტალღის დასაწყისი. ფაქტია, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესებულია ქვეყანაში, გავდივართ შემდგომ პიკს, რაც შეიძლება 10 დღე ან 2 კვირა გაგრძელდეს. ამის შესაკავებლად ერთადერთი გზა არის მასობრივი ვაქცინაცია, უფრო მეტად ინტენსიფიცირება ვაქცინაციის ტემპის ქვეყანაში და მეორეს მხრივ დაცვა ყველა იმ რეკომენდაციის, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ. ამ რეკომენდაციიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ორია ეს არის პირბადის ტარება ყველგან და მათ შორის გარე სივრცეებშიც იქ სადაც ვერ დაიცავ დისტანციას. მოგეხსენებათ, რომ ახლა მანდატორულია შიდა სივრცეები და ეს არ იცვლება და აუცილებელია ეს უნდა დავიცვათ. პირბადეზე უკეთესი დამცველი საშუალება დღეს არ არის განსაკუთრებით, მაშინ როცა დღეს სხვადასხვა შტამებია. მიკროსამყარო სერიოზულად ებრძვის მაკროსამყაროს. სულ უფრო ხშირად ხდება მუტაციები, იქნება ახალ-ახალი შტამები, რომელთაგანაც დაცვის ერთადერთი საუშალება არის პირბადე და დისტანცია, რაც ჩვენთან სამწუხაროდ არ იცვება. ყველა ეპიდაფეთქების კერა იწყება და მთავარი მტერი არის დიდი თავშეყრები: ქორწილი, ქელეხი დიდი წვეულება, დაბადების დღე, გამოსაშვები თუ სხვა".- განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press