OC MEDIA-ს მომზადებულ სტატიაში საერთაშორისო სოციალური კვლევის პროგრამის, ISSP-ის კვლევის შედეგებზეა საუბარი, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროპაში ყველაზე ჰომოფობიურ ქვეყნად სახელდება.
„საქართველოში ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ჰომოფობიის მასშტაბი ქვეყანაში და გამოკითხულთა მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყანა შესაძლოა იყოს ყველაზე ჰომოფობიური, კონტინენტზე“, - აღნიშნულია სტატიაში.
ISSP-ის გამოკითხვა 33 ქვეყანაში, ძირითადად ევროპაში ჩატარდა. რესპონდენტებს დაუსვეს შეკითხვა, არის თუ არა არასწორი სქესობრივი კავშირი ერთი სქესოს ორ ზრდასრულ ადამიანს შორის. საქართველოში გამოკითხულთა 84%-მა თქვა, რომ ეს ყოველთვის არასწორია.
საქართველო ამ მაჩვენებლით კვლევის პირველ ადგილზეა, მას კი, თურქეთი მოსდევს, სადაც აღნიშნულ კითხვაზე მსგავსი პასუხი გამოკითხულთა 80%-მა გასცა, თურქეთს კი, 78%-ით ფილიპინები მოსდევს. მეოთხე ადგილზე, 69%-ით რუსეთია.
აღსანიშნავია, რომ ISSP-ს გამოკითხვა აზერბაიჯანსა და სომხეთში არ ჩაუტარებია.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press