ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცა, - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის ცნობით, ევროკავშირის სანქციების მე-17 პაკეტის სამიზნეს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 200-მდე გემი წარმოადგენს.
„ასევე, ახალი ზომები ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ადამიანის უფლებებს ეხება. რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი ომს, ჩვენი პასუხი მით უფრო მკაცრი იქნება“, - წერს კაია კალასი.
ამასთან, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მომზადება უკვე დაიწყო.
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქც...
ისრაელი ღაზას სექტორში საბაზისო რაოდენობის საკვ...
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ბუქარესტის ცე...
კანადის ცენტრალურ ნაწილში მასშტაბურ ხანძარს ორი...
Mana press