ირანის პარლამენტმა რუსეთთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
რუსეთსა და ირანს შორის დადებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება მხარეებს შორის სხვადასხვა ორმხრივი ინტერესების მქონე სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.
დოკუმენტის თანახმად, მხარეები ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით იმუშავებენ, ასევე რეგიონულ და გლობალურ დონეზე მჭიდროდ ითანამშრომლებენ.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა შეთანხმებას ხელი 2025 წლის 17 იანვარს, მოსკოვში მოაწერეს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ირანთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი 21 აპრილს მოაწერა.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-1...
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქც...
ისრაელი ღაზას სექტორში საბაზისო რაოდენობის საკვ...
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ბუქარესტის ცე...
Mana press