Foto

კორონავირუსის 3 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 27 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 3 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 27 ადამიანი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 965 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 659 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 306 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.78 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.35 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 147 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 382 393-მდე.