Foto

"SOS დაგ­ვეხ­მა­რეთ და­კარ­გუ­ლის მო­ძებ­ნა­ში... ბო­ლოს მა­შინ და­რე­კა, როცა თავს ეს­ხმოდ­ნენ და ის ყვი­რო­და" - საქართველოში ავსტრალიელ ტურისტს ეძებენ

საქართველოში ავსტრალიელ ტურისტს ეძებენ - ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

როგორც ტურისტი ქალის მეგობრები წერენ, გო­გო­ნა სა­ლაშ­ქროდ წა­ვი­და და მისი კვა­ლი გუ­შინ­დე­ლი დღი­დან იკარ­გე­ბა.

მეგობრების ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა ქალს თავს დაესხნენ, მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ქალის ტელეფონი მთაწმინდის ტერიტორიაზე იპოვა, გუშინ გვიან ღამით დაიწყო სამძებრო სამუშაოები თუმა, ტურისტის კვალს ჯერ მიაკვლიეს.

"SOS დაგ­ვეხ­მა­რეთ, დაგ­ვეხ­მა­რეთ და­კარ­გუ­ლის მო­ძებ­ნა­ში. ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი შანა ბრუ­კი პა­რას­კევს, დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან და­კარ­გუ­ლია მას შემ­დეგ, რაც სა­ლაშ­ქროდ მთაწ­მინ­დის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყო. ბო­ლოს მა­შინ და­რე­კა, როცა თავს ეს­ხმოდ­ნენ და ის ყვი­რო­და, დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და. მას შემ­დეგ მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი გაგ­ვი­გია. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში პო­ლი­ცია ჩა­ერ­თო, მაგ­რამ უფრო წარ­მა­ტე­ბით მოვ­ძებ­ნით თუ უფრო მეტი თქვენ­გა­ნი შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბა.შა­ბათს, 31 ივ­ლისს დი­ლის 7:00 სა­ა­თი­დან. შე­გიძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ერ დროს შე­მოგ­ვი­ერ­თდეთ. გთხოვთ, დაგ­ვი­კავ­შირ­დით ნო­მერ­ზე - 599296232“ - წერს გო­გო­ნა სო­ ცი­ა­ლურ ქსელ­ში.