საქართველოში ავსტრალიელ ტურისტს ეძებენ - ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდება. როგორც ტურისტი ქალის მეგობრები წერენ, გოგონა სალაშქროდ წავიდა და მისი კვალი გუშინდელი დღიდან იკარგება. მეგობრების ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა ქალს თავს დაესხნენ, მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ქალის ტელეფონი მთაწმინდის ტერიტორიაზე იპოვა, გუშინ გვიან ღამით დაიწყო სამძებრო სამუშაოები თუმა, ტურისტის კვალს ჯერ მიაკვლიეს. "SOS დაგვეხმარეთ, დაგვეხმარეთ დაკარგულის მოძებნაში. ჩვენი მეგობარი შანა ბრუკი პარასკევს, დღის მეორე ნახევრიდან დაკარგულია მას შემდეგ, რაც სალაშქროდ მთაწმინდის ტერიტორიაზე იყო. ბოლოს მაშინ დარეკა, როცა თავს ესხმოდნენ და ის ყვიროდა, დახმარებას ითხოვდა. მას შემდეგ მის შესახებ არაფერი გაგვიგია. სამძებრო სამუშაოებში პოლიცია ჩაერთო, მაგრამ უფრო წარმატებით მოვძებნით თუ უფრო მეტი თქვენგანი შემოგვიერთდება.შაბათს, 31 ივლისს დილის 7:00 საათიდან. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შემოგვიერთდეთ. გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომერზე - 599296232“ - წერს გოგონა სო ციალურ ქსელში.
მსოფლიო რაგბის ოფიციალური გადაწყვეტილებით, 2026...
PSP ზაფხულს სიახლეებით ხვდება - 10 ივლისს, ბათუ...
საქართველოს პროკურატურამ საზღვაო ტრანსპორტის სა...
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვს ე.წ. &bd...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლი...
Mana press