თურქეთში ტყის ხანძარებს ებრძვიან, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში რამდნიმე ხანძრის კერაა,რომლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.- ამის შესახებ ინფრომაციას თურქული მედია ავრცელებს, მათი ცნობით ხანძრების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა.
ხანძრის ყველაზე მეტი კერა ანტალიის და ადანას პროვინციებშია. მიდის 10 რაიონში, ხანძრის კერები ისევ არსებობს. ტყის ხანძრის ერთი კერაა ადანის პროვინციაში, 3 - ანტალიაში, 3 - მერსინში, 2 მუღლაში და 1 ოსმანიეში. მოვლენებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოეხმაურა მისი განცხადებით ანტალიის, მუღლას, მერსინის, ადანასა და ოსმანიეს პროვინციები სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა. ერდოღანმა მანამდე ყველას მოუწოდა ქვეყანაში ერთდროულად რამდენიმე ძლიერი ხანძრის გაჩენის მიზეზებზე გამოძიების შედეგებს დაელოდონ. მან ხაზი გაუსვა, რომ სპეციალისტების მიერ ერთ-ერთ ვერსიად დივერსია განიხილება. მან ასევე სატელეფონო სუბრისას მადლობა გადაუხდა რუს კოლეგას ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების გამოყოფისთვის.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press