რუმინეთს პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.
"პირველ რიგში, რუმინეთის პრეზიდენტის არჩევნები დასრულდა. ამასთან დაკავშირებით, გადავწყვიტე დავასრულო ჩემი აქტიური მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში, მიმაჩნია, რომ სუვერენული მოძრაობის ეს ეტაპი დასრულებულია". – დაწერა ჯორჯესკუმ.
პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკის დატოვების შემდეგ, აპირებს მეტი დრო დაუთმოს პირად ცხოვრებასა და ოჯახს.
2024 წელს პრორუსმა ჯორჯესკუმ საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი და პირველ ტურში გაიმარჯვა. თუმცა, მოგვიანებით რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო პროცესში სოციალურ ჩარევაში დამნაშავედ ცნო. პოლიტიკოსი სოციალურ ქსელებში ყალბ ინფორმაციას ავრცელებდა, გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა რუსული სპეცსამსახურების კვალიც.
განაჩენის შემდეგ არჩევნების შედეგები გაუქმდა და რამდენიმე თვით გადაიწია.
2025 წლის მაისში ჩატარებულ ხელახალ არჩევნებზე ჯორჯესკუ არ დაუშვეს.
უკრაინის დელეგაცია რუსეთის ფედერაციის დელეგაცია...
პოლონეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნ...
ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად, ღამით ...
ირანის პარლამენტმა რუსეთთან გაფორმებული სტრატეგ...
Mana press