პოლონეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების 100%-ის დათვლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში „ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის" დირექტორმა, კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა, - ინფორმაციას Onet.pl და Gazeta wyborcza ავრცელებენ.
შედეგების თანახმად, ნავროცკიმ არჩევნებში ამომრჩევლების ხმების 50.89%-ი მიიღო, მისმა მეტოქემ, პრემიერ - მინისტრ დონალდ ტუსკის პარტიის კანდიდატმა, ვარშავის მერმა რაფალ ტრჟასკოვსკიმ კი ხმების 49.11%-ი.
არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 71.6 პროცენტი შეადგინა.
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ დაინიშნა, რაც 18 მაისს პირველ ტურში მონაწილე 13 კანდიდატიდან ვერცერთმა ხმების ნახევარზე მეტი ვერ მიიღო.
მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გადავიდა: ვარშავის მერი რაფალ ტრჟასკოვსკი „სამოქალაქო პლატფორმიდან“, რომელმაც ხმების 31.36% მიიღო და "ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორი" კაროლ ნავროცკი, 29.54%-ით.
უკრაინის დელეგაცია რუსეთის ფედერაციის დელეგაცია...
რუმინეთს პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, კალი...
ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად, ღამით ...
ირანის პარლამენტმა რუსეთთან გაფორმებული სტრატეგ...
Mana press