Foto

დეკანოიძე სუს-ის დოკუმენტებზე– ხელისუფლების დიაგნოზი უკვე დასმულია – ავტორიტარიზმი

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ხატია დეკანოიძე გუშინ საღამოს " მთავარი არხის " დირექტორის ნიკა გვარამიას  მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, გვარამიამ ეთერში განაცხადა,რომ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი ცხოვრების ამსახველ ანგარიშებს აგროვებდა.

დეპუტატის თქმით , დიაგნოზი უკვე დასმულია და ეს არის ავტორიტარიზმი.

"ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დიაგნოზი უკვე დასმულია და, ზოგადად, ავტორიტარიზმის მთავარი შინაარსიც ხომ ეს არის? ფარული თვალთვალი, ფარული მიყურადება, როდესაც იგი არ ენდობა საკუთარი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებსაც კი და, რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი განსახიერება, ამაზრზენი ხერხი, მოიპოვო ფარული ხერხებით და ფარული მიყურადებით ოპოზიციაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე და საკუთარი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებზე პირადი ცხოვრების კადრები, ჩანაწერები."–განაცხადა დეკანოიძემ.