Foto

ხაშურში 9 წლის ბავშვი გარდაცვლილი, დედა კი უგონო მდგომარეობაში იპოვეს

ხაშურში, 9 წლის ბავშვი სამსახურიდან მისულ მამას გარდაცვლილი დახვდა, დედა უგონო მდგომარეობაში იყო - ამის შესახებ ინფორმაციას "მოზაიკა" ავრცელებს. 

მისივე ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დედა ხაშურის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.