ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ სუს-ის ჩანაწერებს „ავადმყოფურ ბოდვას“ უწოდებს.
„ნუ ელოდებით ჩემგან სერიოზულ შეფასებას, პირდაპირ ვიტყვი, არ მჩვევია ეს ტერმინი, ავადმყოფურ ბოდვაზე. ეტყობა მოეწყინათ ვიღაც-ვიღაცეებს, სხვა საქმე არ აქვთ სალაპარაკო და ვიღაცების ავადმყოფურ ტვინებში ჩნდება ასეთი ვერსიები. მე სერიოზულად ვერ შევალ ამაში, არც არაფერს ვუშვებ და არც ვაპირებ ამაზე საუბარს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, გუშინ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს უსმენს. გვარამიას თქმით, ფარულ ჩანაწერებში საუბარია სასულიერო პირებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და მათ მირად ცხოვრებაზე.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press