ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია. მან ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი იპონით დაამარცხა.
გადამწყვეტ ბრძოლამდე ლიპარტელიანმა ჯუ კიმი (სამრეთ კორეა), დარია კურბონმამადოვა (რუსეთი), პილა სალონენი (ფინეთი) და მაისა პარდაიევა (თურქმენეთი) დაამარცხა, ფინალში კი მომო ტამაოკის (იაპონია) სძლია. მან ყველა მეტოქეს იპონით მოუგო.
ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისიდან მიმდინარეობს.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზ...
სამოქალაქო აქტივისტებმა, მედიის მხარდაჭერის მიზ...
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
Mana press