საქართველოს ბანკი განათლებაზე ორიენტირებული ინიციატივებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში, 24-25 ივნისს, ბანკი უმასპინძლებს ორდღიან ვორქშოპს თემაზე — „თვითმოტივაცია და თანამშრომლების მოტივაცია“.
ვორქშოპს გაუძღვება დანიელ მათერი — საერთაშორისო ბიზნესის განვითარების მენეჯერი, ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი, რომელსაც ინდივიდუალური და ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ვორქშოპის მონაწილეები:
ვორქშოპი 24-25 ივნისს 14:00–17:00 საათზე გაიმართება. დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.
ღონისძიება ტარდება ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში — ესაა ინიციატივა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტებსა და პრაქტიკულ რესურსებს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესებს განვითარებისკენ სწორი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება.
TBC Bank has been recognized as Best Fixed Inco...
უსაფრთხოება, ინოვაციურობა და უმაღლესი ხარისხი&n...
ზაფხული მზიან დღეებთან, მოგზაურობასთან, თავისუფ...
ბაზისბანკის მიერ განათლების პროექტების მხარდაჭე...
„თეგეტა მოტორსში“ შეძენილი მსუ...
Mana press