„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი - საქართველო“ 2021 წლის წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, როგორც კი უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, აიცრებით თუ არა, გამოკითხულთა 45% აცხადებს, რომ არ გაიკეთებს ვაქცინას. ეს მაჩვენებელი 2021 წლის თებერვლის კვლევასთან შედარებით 6 ნიშნულითაა გაზრდილი.
აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ავიცრები, როგორც კი ჩემთვის ხელმისაწვდომი გახდება - 18%
ავიცრები, გარკვეული პერიოდის შემდეგ - 19%
ავიცრები, კანონის ან დამსაქმებლის მოთხოვნის შემთხვევაში - 7%
არ ავიცრები - 45%
უკვე ვაქცინირებული ვარ - 5%
სხვა -
არ ვიცი/ პასუხი არ არის - 7%
ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“- ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press