Foto

განათლების სუპერძალა - „თეგეტა“ „სუპერგმირის“ ახალ საგანმანათლებლო პროექტს შეუერთდა

საქართველოში განათლების ხელშეწყობის მიზნით საქველმოქმედო პლატფორმასუპერგმირმაახალი საგანმანათლებლო პროექტისუპერტრივიაშექმნა, რომელშიცთეგეტა ჰოლდინგი“, კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, ერთ-ერთი პირველი ჩაერთო.

სუპერტრივიათამაშის ფორმატში განხორციელებული შემეცნებითი ინიციატივაა. „ტრივია“ 8000-მდე კითხვისგან შედგება, რომლებიც თემატურადაა დაყოფილი. თითოეულ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, მოთამაშეები ქულების ნაცვლად წიგნის ფურცლებს აგროვებენ, რომლებიც საბოლოოდ რეალურ წიგნებად იქცევა დასუპერგმირისბენეფიციარ სოციალურად დაუცველ ბავშვებს გადაეცემათ.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგისსტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: სუპერგმირთანდიდი ხნის პარტნიორობა გვაკავშირებს. tegeta.care-ის პლატფორმის საშუალებით არაერთი ინიციატივის ავტორები ვყოფილვართ. ამჯერად კიდევ ერთხელ სიამოვნებით შევუერთდითსუპერგმირისახალ საგანმანათლებლო პროექტს, რამდენადაც განათლება, ახალგაზრდების მხარდაჭერა და უკეთესი საზოგადოების შექმნაზე ზრუნვათეგეტასკორპორაციული მდგრადობის მნიშვნელოვანი ნაწილია“.

მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგისCSR მენეჯერი:გვინდოდა, რომ პროექტის მხარდაჭერა არ ყოფილიყო მხოლოდთეგეტას“, როგორც კომპანიის, კონტრიბუცია. ამიტომ ამ ძალიან საინტერესო პროექტში თანამშრომლებიც ჩავრთეთ და მათ თავიანთი წვლილი შეიტანეს იმ ბავშვების გახარებაში, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა.

თეგეტელებმა სამაგალითო შედეგები აჩვენეს - ჩვენ მიერ წამოწყებულ გამოწვევაში 1 თვის განმავლობაში ასზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო, რომლებმაც, ჯამში, 200 000-ზე მეტი ფურცელი მოაგროვეს, „თეგეტამკი ისინი 1500-მდე წიგნად აქცია. შედეგად, „სუპერგმირთანერთად, 800-ზე მეტი ბავშვის გახარებას შევძლებთ“.

თეგეტასმიზანი სასიკეთო ცვლილებებში თანამშრომლების ჩართულობის, მათი გაერთიანებისა და ამ გზით სასიამოვნო სამუშა გარემო შექმნის ხელშეწყობა იყო.სუპერტრივიაშიმონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვისაც სურვილი აქვს, წვლილი შეიტანოს პროექტში და გაზარდოს სოციალურად დაუცველი ბავშვების წვდომა განათლებაზე.

მარიამ წერეთელი, „სუპერტრივიასპროექტის კოორდინატორი: სუპერგმირიუკვე ხუთი წელია, არსებობს. ამ დროის განმავლობაში საქართველოში ძალიან ბევრი რეგიონი მოვიარეთ, რამაც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა, თუ რამდენად მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში განათლებაზე არათანაბარი ხელმისაწვდომობის პრობლემა. იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ბავშვის ცხოვრება შეგვეცვალა უკეთესობისკენ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნასუპერტრივია“, რომელსაც ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთი მხრივ, მოთამაშეს შეუძლია, სხვადასხვა სფეროში ზოგადი განათლება გაიღრმაოს, მეორე მხრივ კი, მოთამაშის მიერ კითხვებზე სწორად გაცემული პასუხები ჩვენს სერვერზე აისახება და წიგნებად იქცევა. „სუპერგმირმასხვა  ორგანიზაციებსაც მისცა საშუალება, ჩართულიყვნენ ამ პროექტში და საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა. „თეგეტასადა ჩვენი თანამშრომლობის მოტივაციაც ესაა. „თეგეტაერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც მასშტაბურად და წარმატებით შემოგვიერთდა, თავისი თანამშრომლები ჩართოსუპერტრივიაშიდა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროექტში“.

თამაშის დასრულების შემდეგ, ლიდერბორდის საშუალებით, თეგეტამ“ „სუპერტრივიაშიგამარჯვებული ტოპ 3 თეგეტელი გამოავლინა, რომლებმაც ყველაზე მეტ ფურცელ დააგროვეს. პირველი ადგილითეგეტა მოტორსისგაყიდვების მრჩეველს, შოთა თორდიას ერგო. გამარჯვებულებ სპეციალურ საჩუქრებით დასაჩუქრდნენ და თბილისსა და ქუთაისში მცხოვრებ ბავშვებს თავად გადასცეს წიგნები. უახლოეს პერიოდშისუპერგმირისბენეფიციარები სხვა რეგიონებშიც მიიღებენ წიგნებს.

შოთა თორდია, „თეგეტა მოტორსისგაყიდვების მრჩეველი: თამაში ძალიან სახალისო და აზარტული  აღმოჩნდა, რეიტინგები მუდმივად იცვლებოდა. კითხვები ბევრი სხვადასხვა კატეგორიიდან იყო, შეგეძლო ის აგერჩია, რაც უფრო ახლოსაა შენი ინტერესების სფეროსთან. მე გეოგრაფიის კატეგორია მქონდა არჩეული, რუკებისა და დროშების მიმართულება ყოველთვის მაინტერესებდა და ახლა, შეიძლება ითქვას, მოვიცალე ცოდნის გასაღრმავებლად. რა თქმა უნდა, განმსაზღვრელი მოტივაცია იყო ის, რომ ეს ყველაფერი ბავშვებისთვის, მათი განათლების ხელშესაწყობად კეთდებოდა“.

სუპერტრივია“  უბრალოდ გასართობი აქტივობა არაა. მოთამაშე ერთობა, სწავლობს და ამ პროცესში ქმნის წიგნებს მათთვის, ვისაც ის განსაკუთრებით სჭირდება. რაც უფრო აქტიურია მოთამაშე, მით მეტი წიგნი იგზავნება ბავშვებთან, რომლებსაც ამ წიგნებზე ხელი არ მიუწვდებათ. „სუპერტრივიასშემქმნელებს სჯერათ, რომ სუპერძალა განათლებაშია. სწორედ ამ ძალის გაზიარება სურთ ბავშვებისთვის წიგნის სახით

რომელიც მოზარდს თვალსაწიერს უფართოებს, კითხვებს უჩენს, ოცნებით ავსებს და ცხოვრებას უცვლის.

--

განათლების მხარდაჭერა „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ,,თეგეტა აკადემიასწორედ პროფესიული უნარებისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით დაფუძნებული შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას დათეგეტა მოტორსთანთანამშრომლობით, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კონცეფციით ამზადებს კვალიფიციურ კადრებს საავტომობილო მიმართულებით.

გარდა ამისა, ჰოლდინგი Tegeta.care-ის პარტნიოებთან ერთად, სხვადასხვა საგანმანათლებლო გამოწვევის დასაძლევად აქტიურად მუშაობს. წარმატებულ პროექტებს შორისაა, ,,მოგზაური ბიბლიოთეკა“, რომელმაც ზემო აჭარის 70-მდე სკოლის ბიბლიოთეკა შეავსო და 10-მდე სოფელში ცნობილი მწერლების მონაწილეობით 300-ზე მეტ ახალგაზრდასთან გამართა შეხვედრები. ,,თეგეტასთანადგომით წიგნების ფონდით შეივსო