Foto

გამოკითხულთა 60% ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად აშშ-ს მიიჩნევს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 60%საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ამერიკის შეერთებული შტატებს მიიჩნევს, 56% კი, ევროკავშირს.

კვლევის თანახმად, ევროკავშირისა და აშშ-ის შემდეგ არიან უკრაინა (32%) და აზერბაიჯანი (15%), მეხუთე ადგილს კი რუსეთი იკავებს (11%). რუსეთს მოსდევს თურქეთი 10%-ით, შემდეგ სომხეთი 5%, ჩინეთი 4% და ირანი 1%.

ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“- ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.