მსოფლიოში ვაქცინების გამოყენებული დოზების რაოდენობამ 4.13 მილიარდს გადააჭარბა.ამ ინფორმაცის მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.
მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 180 ქვეყანაში მიმდინარეობს და დღეში საშუალოდ 41.8 მილიონი ადამიანი იცრება.
ყველაზე მეტი 1.65 მილიარდი დოზა ჩინეთში გამოიყენეს. მას ევროკავშირი მოჰყვება 470 მილიონი დოზით. ინდოეთში ვაქცინების ასევე 470 მილიონი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი - 346 მილიონი. Bloomberg-ის მიხედვით, ამ დროისათვის მსოფლიოში ორივე დოზით მოსახლეობის 50%-ზე მეტი დაახლოებით 35 ქვეყანაში აიცრა. ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 49.7%, აშშ-ში 49.6%, დიდ ბრიტანეთში კი 57.4%.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press