Foto

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებთან ერთად რიგითმა მოქალაქეებმა გააცილეს.

თავდაცვის სამინისტრომ ომის ვეტერანს და ვიცე-პოლკოვნიკს საპატიო ყარაული არ დაახვედრა, ამიტომ სამხედრო პატივით ვანო ნადირაძე მისმა თანამებრძოლებმა დაკრძალეს. 

უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელის, ვიცე-პოლკოვნიკ ვანო ნადირაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 22 ივნისს გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.