მეც დამიკავშირდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და მითხრეს, რომ პრეზიდენტს სურს შეხვედრა, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
ჯაფარიძი თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრას ერთი პირობით დასთანხმდა , კერძოდ, თუკი სალომე ზურაბიშვილი „საჯაროდ მისცემს შესაბამის შეფასებას „ქართული ოცნების“ მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ე.წ ანულირებას.“
„ცალ-ცალკე პასუხების წერა, რომ აღარ გავაგრძელო: კი, მეც დამიკავშირდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და მითხრეს, რომ პრეზიდენტს სურს შეხვედრა.
მე თანხმობა განვაცხადე ერთი პირობით - შევხვდები, მას შემდეგ, რაც ქ-ნი სალომე საჯაროდ მისცემს შესაბამის შეფასებას „ქართული ოცნების“ მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ე.წ ანულირებას. ამის შემდეგ აღარ დამკავშირებიან“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press