სომხეთში „კამკის“ (ნების) ინიციატივის ლიდერი, ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს, იტყობინება ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტი.
ოპოზიციონერი დააკავეს „საკრალური ბრძოლის“ მოძრაობის ლიდერებისა და მონაწილეების მიერ „ტერორისტული აქტის მომზადებისა და ძალაუფლების უზურპაციის“ ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. მანამდე, იმავე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს მთავარეპისკოპოსები ბაგრატი (გალსტანიანი) და მიქაელ აჯაპახიანი. ყველა მათგანს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება.
საქართველოში ჩახალიანი ცნობილი იყო, როგორც ჯავახკის ორგანიზაციის თავმჯდომარე. მას ხშირად აღწერენ, როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებული, დამოუკიდებლობის მხარდამჭერს.
2009 წლის აპრილში საქართველოს სასამართლომ ჩახალიანს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის ხუთი მუხლით გათვალისწინებული ბრალდებების ერთობლიობაში, კერძოდ, მასობრივი ღონისძიებების უკანონოდ ჩატარებასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.
2013 წელს ის ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს ციხიდან. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ჩახალიანს „ქართული სახელმწიფოებრიობის მტერი“ უწოდა. მას ასევე ხშირად აკრიტიკებდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 2013 წლის ოქტომბერში ახალქალაქში სააკაშვილსა და ჩახალიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ვაჰაგნ ჩახალიანი მონაწილეობდა მეორე ყარაბაღის ომში მოხალისეთა ჯგუფის შემადგენლობაში. ომის დასრულების შემდეგ მან განაგრძო ოპოზიციური საქმიანობა სომხეთში. 2020 წლის ნოემბერში ჩახალიანი დააკავეს მას შემდეგ, რაც მან და სხვა დემონსტრანტებმა სომხეთის პარლამენტის შენობა შტურმით შეიჭრნენ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. 2024 წელს მას მთავრობის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ჯგუფურ ხულიგნობაში ადანაშაულებდნენ.
მიხეილ ყაველაშვილმა დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს შ...
საზოგადოების დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, ...
ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ დიდ ბრიტანეთში აქტი...
„ქართული ოცნება“ პარანოიულ მდგომარე...
Mana press