Foto

ჩერგოლეიშვილი: რეჟიმის ნორმალიზება არჩევნების ლეგიტიმაციით არასწორია და ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოა

რეჟიმის ნორმალიზება მის მიერ დანიშნული არჩევნების ლეგიტიმაციით არასწორია და ზიანს აყენებს ეროვნულ ინტერესებს, - დაწერა სოციალურ ქსელში „ფედერალისტების“ პარტიის ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მისი თქმით, ფედერალისტების სამიზნე არა მხოლოდ რეჟიმი, არამედ მისი კოლაბორაციონისტებიც იქნებიან.

„ფედერალისტების სახელით, გაცხადებთ, რომ არაღიარების კამპანიაში ჩვენი სამიზნე არა მხოლოდ რეჟიმი იქნება, არამედ მისი კოლაბორატორებიც. ჩვენ ინტელექტუალურად არ შეურაცხყოფთ ჩვენს ამომრჩევლებს. რეჟიმის ნორმალიზება მის მიერ დანიშნული არჩევნების ლეგიტიმაციით არასწორია და ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოა. არასწორია სამიზნე. „ჩვენ ზიანს ვაყენებთ იმას, რაც ჩვენ გვაზიანებს“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველო“ ადგილობრივ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.