Foto

დეკანოიძე: ლელოს შეცდომა ქვეყანას ძვირად დაუჯდება

„ლელოს შეცდომა ქვეყანას ძვირად დაუჯდება“, - დაწერა სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძე გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

დეკანოიძის თქმით, ეს უპატიებელი შეცდომაა.

„ეს საერთაშორისო პარტნიორებთან გაუგებრობას გამოიწვევს, შესაძლოა სანქციების პროცესი შეჩერდეს და ივანიშვილისა და მისი კარტელის წინააღმდეგ ფინანსური სანქციებისთვის კიდევ უფრო დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს საქმეს. „ეს ძალიან, ძალიან დიდი, უპატიებელი შეცდომაა“, - წერს დეკანოიძე.