ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ დასავლეთმა მიანიშნა ქვეყანას, რომ მათი ურთიერთობა დამთავრდა.
როგორც ის „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, საქართველოს გაურთულდება ევროკავშირში შესვლა და ბევრი ქვეყანა და ადამიანი იქნება, რომელიც ამას შეეწინააღმდეგება.
„სიმართლე გითხრათ, ეს უკვე მოხდა. ამას უბრალოდ ვერ ვხედავთ იმიტომ, რომ არ იქნება არანაირი საჯარო განცხადება, რომელიც იტყვის, რომ თქვენთან აღარ ვიმუშავებთ. ევროკავშირს საკუთარი წარმომადგენელი ჰყავს. ასევე ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს საქართველოში საკუთარი საელჩოები აქვთ, რომლებიც მოვლენებს თვალს ადევნებენ. როგორც ადრე მითქვამს, ასეთი ქცევა უბრალოდ უცნაურად მეჩვენება.
ყოველ ჯერზე, როცა ტელევიზორში საქართველოს ვხედავ, კადრში ევროკავშირის დიდი დროშები ჩანს და საკუთარ თავს ვეკითხები - მართლა? რატომ? ჩემთვის ბევრს უთქვამს, რომ ქართველების დიდ ნაწილს მიაჩნია, დროშა იმიტომ კიდია, რომ მათი აზრით, საქართველო უკვე ევროკავშირშია. არა, იქ არ არის. საქართველოს უბრალოდ გაურთულდება ევროკავშირში შესვლა და ბევრი ქვეყანა და ადამიანი იქნება, რომელიც ამას შეეწინააღმდეგება. ესტონეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ამის შეცვლას ეცდება, მაგრამ ეს საქმე უფრო და უფრო რთულდება“, - აღნიშნავს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press