საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემის თხოვნით მიმართავს. მოგეხსენებათ საქართველოში ღვთის განგებით ჩამობრძანდა ქარისტიანული სამყაროს გამორჩეული სიწმინდე, მაცხოვრის ხელთუქიმნელი ხატი ანჩისხატად - „პირი ღვთისად“ წოდებული, რომელიც ამჟამად ხელოვნების მუზეუმშია დაცული. ჩვენ დიდი ხანია ხელისუფლების წინაშე ვაყენებთ საკითხს ეკლესიისთვის მისი გადმოცემის თაობაზე: მზაობა ყოველთვის იყო, მაგრამ ითხოვდნენ, რომ სიწმინდის დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის სათანადო პირობები შექმნილიყო. ანჩისხატის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფმა (ხელმძღვანელი ბ-ნი ზაზა ნანობაშვილი) ამ მხრივ დიდი სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგედაცა გერმანული კომპანიის მიერ მაღალი ტექნოლოგიებით დამზადდა და ანჩისხატის ტაძარში დამონტაჟდა ხატის ჩასაბარძანებელი კოიტი, ჩატარდა სხვა სამუშაოებიც. მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ჩვენი ხალხისათის ამ უდიდესი სიწმინდის საეკლესიო სივრცეში ყოფნის და მის წინაშე მუდმივი ლოცვის მნიშვნელობა და გადმოსცეთ იგი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ანჩისხატის ტაძარში დასაბრძანებლად. ვიმედოვნებთ, მის დაცვას ერთობლივად ვუზრუნველყოფთ, რაც სახელმწიფოსა და ეკლესიის უერთიერთთანამშრომლობის ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება იქცეს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ წელს აღვნიშნავთ ამ ტაძრის აგებიდან 1500 წლისთავს და თქვენს მიერ გაცემული ნებართვა ხატის ეკლესიაში განთავსებაზე იქნება საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული უდიდესი საჩუქარი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press