ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში, დღევანდელი მდგომარეობით და საბჭოს გადაწყვეტილებით, დამატებითი ამკრძალავი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება. თუმცა, გაბუნიას განმარტებით, "რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება მომდევნო ეტაპებზე". ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
გაბუნიას ინფორმაციით, ქვეყანა ამ დროისთვის იმყოფება ვირუსის გავრცელების პიკურ ფაზაში, – "ჩვენ ახლა ვართ პიკის ფაზაში, პროგნოზულად, რომელსაც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების პროგნოზებიდან ვიღებთ. ახლა უკვე შევედით პიკის ფაზაში, ესაა პიკი, რომელიც შემდეგი დაახლოებით 10 დღის განმავლობაში იქნება ამ დონეზე".
დღეს, 3 აგვისტოს, საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 43 932 ტესტი და გამოვლინდა ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 895 პაციენტი.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press