Foto

ირანს ახალი პრეზიდენტი ჰყავს-ალი ხამენეი ებრაჰიმ რაისი პრეზიდენტად ოფიციალურად დაამტკიცეს

უცხოური მედიის ინფორმაციით,  ირანში გამართულ ცერემონიაზე, ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეი ებრაჰიმ რაისი ირანის მერვე პრეზიდენტად ოფიციალურად დაამტკიცა.

ახალმა პრეზიდენტმა, თეირენში გამართულ ცერემონიაზე  მძიმე ეკონომიკურ მდგომარებაზე ისაუბრა , რომელშიც ირანი აღმოჩნდა კორონმავირუსთან ბრძლისა და ამერიკის მხრიდან   2018 წელს პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან დაწესებული „ტირანული სანქციების“  გამო., რომელმაც ირანი ფაქტობივად გლობალური ნავთობის მიმწოდებლების სიიდან ამოშალაა. მან თქვა რომ გარკევული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ სანქციების მოსახსნელად.

„ჩვენ ვეცდებით გავაუქმოთ ამერიკის მიერ დაწესებული ტირანული სანქციები,“ - აღნიშნა რაისიმ.

ხამენეის თქმით ირანი მეზობელ სახელმწიფოებთან გრძლევადიანი სავაჭრო შეთნხმებების დადებას აპირებს.

”ირანმა უნდა მიაღწიოს სტრატეგიულ ალიანსებს რეგიონის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებების სახით, რომელიც გრძელდება მინიმუმ 15 წელი.“

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ირანელი ხალხის ცხოვრების პირობებს ქვეყნის მომავალს დასავლეთს არ დაუკავშირებს.

“ჩვენ ნამდვილად გავაუმჯობესებთ ხალხის საარსებო წყაროს და ეკონომიკას და არ დავუკავშირებთ მას უცხოელთა ნებას,“ - აღნიშნა რაისიმ.