Foto

ჩრ. კორეა მოლაპარაკებებს განაახლებს თუ აშშ სანქციებს შეამსუბუქებს

„როგორც მოლაპარაკებების ხელახალი გახსნის წინაპირობა, ჩრდილოეთ კორეა ამტკიცებს, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა დაუშვას მინერალების ექსპორტი და მაღალხარისხის ნავთობისა  იმპორტი”,-განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო დაზვერვის კომიტეტის წევრმა ჰა ტაე-კენგმა, ამ ინფომრამაციას უცხოური გამოცემა “Reuters”-ი ავრცელებს

სააგენტოს ცნობით, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიას არ აღუნიშნავს რაიმე ახალ თხოვნას სანქციების მოხსნის თაობაზე და მოლაპარაკებების განახლების მიზნით.

თუმცა პრეზიდენტის წარმოამდგენელმა განაცხადა რომ

"შეერთებულმა შტატებმა უნდა შეძლოს მათი დიალოგში დაბრუნება გარკვეული სანქციების შეცვლით"

შეგახსენებთ რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეას სანქციების ფართო სპექტრი დაუწესა ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების გამოცდის  გამო,რაც ეწინააღმდეგენა  გაეროს რეზოლუციების. ჩრდილოეთ კორეამ 2006 წლიდან ჩაატარა ექვსი ბირთვული გამოცდა და გამოსცადა რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ შეერთებულ შტატებს მიაყენონ ზიანი.

შეერთებულმა შტატებმა, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ ასევე დააწესეს საკუთარი სანქციები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ.