Foto

ავღანეთში,„თალიბანსა“ და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქ ლაშქარ-გაჰიში „თალიბანსა“ და  ავღანეთის სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს-ინფორმაციას BBC - ი ავრცელებს.

როგორც „თალიბანი“,ამტკიცებს  ქალაქის უდიდესი ნაწილი ხელში ჩაიგდეს,სამთავრობო ძალები  გენერალ სამი სადათის მეთაურობით  ირწმუნებიან, რომ ლაშქარ-გაჰის არ დათმობენ.

გენერალმა, მოუწოდა მოქალაქეებს,მათივე უსაფრთხოებისთვის,  რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ქალაქი.

„მთავრობა არცერთ თალიბს ცოცხალს არ დატოვებს. მესმის, გიჭირთ საკუთარი სახლების დატოვება, ეს ჩვენთვისაც რთულია, მაგრამ თუ რამდენიმე დღით საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოგიწევთ, გვაპატიეთ“, - ნათქვამია სამი სადათის განცხადებაში