Foto

ლიეტუვა ევროკავშირს ბელარუსის საზღვრიდან მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო დახმარებას სთხოვს

ლიეტუვას პრეზიდენტმა, ბელარუსიდან არალეგალი მიგრნტების შემოსვლათსან დაკავშირებით დახმარებ ევროკავშირიდან ითხოვა. ამის შესახებ ინფორმაცია  ლიეტუვას პრეზიდენტის პრესსამსახურმა  გაავრცელა. მათი თქმით  გიტანას ნაუსედასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

პრესსამსახურის ცნობით, ლიეტუვას პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმი განაგრძობს მიგრაციის გამოყენებას პოლიტიკურ ინსტრუმენტად, იმუქრება ექსტრემისტების ჩამოსვლით და არალეგალ მიგრანტებს ლიტვის/ევროკავშირის და ბელარუსის საზღვრისკენ უშვებს. პრეზიდენტის თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში საზღვარი 500-ზე მეტმა უკანონო მიგრანტმა გადაკვეთა, წლის დასაწყისიდან კი - 4 000-მა.

საუბრისას ლიდერები მივიდნენ საერთო აზრამდე, რომ რეჟიმის ქმედებები უნდა შეფასდეს ჰიბრიდულ თავდასხმად, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ ლიტვის, არამედ მთელი ევროკავშირის წინააღმდეგ, შესაბამისად, ყველა დიპლომატიური ძალა უნდა ამოქმედდეს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთლიანი ძალისხმევა მიმართული იყოს ბელარუსთან ევროკავშირის/ლიტვის საზღვრის დაცვისკენ.

ლიეტუვას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნისთვის სასწრაფოდ საჭიროა ევროკავშირის დახმარება, მათ შორის დამატებითი ადამიანური და ფინანსური რესურსები, მიგრანტების დაბრუნებაში ევროკავშირის ჩართულობა და რესურსები და აღჭურვილობა საზღვარზე დამცავი ღობის შესაქმნელად.

„ევროკავშირის გარე საზღვრის დაცვა არის მთელი ევროკავშირის საქმე. ევროპის სოლიდარული რეაქცია უნდა იყოს სწრაფი“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ მიშელთან საუბრისას.