ნამდვილი პატრიოტიზმი არც ძალადობა, არც კუნთების თამაშია - დღეს ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრზიდენტმა აღნიშნა, საქართველო გზაჯვარედინზეა და მწვავე გამოწვევების წინაშე დგას, მათ შორისაა, კორონავირუსის გავრცელების არეალი.
"საქართველო დგას გზაჯვარედინზე. გზაგასაყარზე, როგორც არა ერთხელ თავისი ისტორიის განმავლობაში.. დღეს საქართველო მწვავე გამოწვევების წინაშეა, ვირუსის გავრცელების დღევანდელი ციფფრები უნდა გვაშფოთებდეს, ვაქცინაცის მოწინააღმდეგეებს უნდა ესმოდეთ< რომ მათI დამოკიდებულება არც პიროვნული არჩევანია, არც თავისუფლების გამოხატულება. მათი ქცევა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სხვას, საკუთარი ოჯახის წევრს, მეზობელს, ნაცნობს და სინამდვილეში, ამ პატარა ქვეყნის მოსახლეობას, მის ჯანმრთელობას, მის სიცოცხლისუნარიანობას, ესეიგი მის მომავალს. ნამდვილი პატრიოტიზმი არც ტრაბახია, არც ძალადობა და არც კუნთების თამაში .დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე, საზოგადოებრივ თვითშეგნებასა და პასუხისმგებლობაზე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press