Foto

ხანძარი უკვე ქალაქ ათენშია - საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

ათენის ცენტრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში სამ ლოკაციაზე გაჩენილ ხანძარს 500 მეხანძრე აქრობს. ოპერაციაში ჩართულია 18 თვითმფრინავი და 150 სახანძრო მანქანა.

დამწვარია საცხოვრებელი სახლები. 

საქართველოს საელჩო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში არსებულ ხანძრებთან დაკავშირებით აფრთხილებს და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს:

"ძვირფასო თანამემამულეებო! ამჟამად ჩრდილოეთ ატიკაში მიმდინარე ხანძრის გამო, მოგიწოდებთ დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს: აუცილებლობის გარდა ნუ გადაადგილდებით ჩრდილოეთი ატიკის რეგიონში. ამასთან, რეკომენდებულია, დახუროთ კარები და ფანჯრები.

შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი 6995779793.

საბერძნეთის სახელმწიფო გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას: ატიკას მაცხოვრებლებო, თუ ხანძრის გამო სახლში ვერ მიდიხართ, დარეკეთ 1135-ზე. მოგაწვდით ინფორმაციას თუ რომელ სასტუმროში განთავსდეთ. სახელმწიფო სრულიად დაფარავს ხარჯებს.

აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166," - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ  ინფორმაციაში.