Foto

ვოლსკი ზურაბიშვილზე - მან არაობიექტური შეფასება მისცა დესტრუქციული პროცესების მცდელობას

როცა ვითარებას აფასებ, უფრო ზუსტი და დაბალანსებული უნდა იყო, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი საგანგებო განცხადება.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ზურაბიშვილმა არაობიექტური შეფასება მისცა დესტრუქციული ქმედებების განვითარების ინტენსიურ მცდელობას კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან.

„როცა ვითარებას აფასებ, უფრო ზუსტი და დაბალანსებული უნდა იყო, რადგან მმართველ პარტიას გარკვეული ვალდებულებები აქვს, მაგრამ რეალურია ის, რომ დესტბილიზაციის სტრატეგიაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ უარი არასდროს უთქვამს და ამის არდანახვა სწორი არ არის. ვფიქრობ, პრეზიდენტი ეცადა, სიტუაცია ასე თუ ისე უფრო მეტად დაბალანსებული გამოეყვანა, მაგრამ პრაქტიკულად, არაობიექტური შეფასება მისცა იმ ნაწილს, რასაც ჰქვია დეტრუქციული ქმედებების განვითარების ინტენსიური მცდელობა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.