Foto

ქაბულში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

 Reuters-ის ინფორმაციით ,ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მწვანე ზონასთან“, მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას 6 ადამიანის, მათ შორის 3 თავდამსხმელის სიცოცხლე ემსხვერპლა, 

სააგენტოს ცნობით, აფეთქებისას კიდევ 7 ადამიანი დაშავდა 

როგორც ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლმა მედიასთან საუბრისას განაცხადა , თავდასხმის სამიზნე თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ბისმილაჰ მუჰამედის სახლი იყო. მუჰამედის განცხადებით, მას და მის ოჯახის წევრებს საფრთხე არ ემუქრებათ. თუმცა აფექეებისას  დაშავდა მისი დაცვის რამდენიმე თანამშრომელი.

აფეთქებიდან რამდენიმე წუთში ქაბულში ასობით მოქალაქე ქუჩებში გამოვიდა რათა თავიანთი მხარდაჭერა გამოეხატათ ავღანეთის სამხედრო ძალების მიმართ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.