პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბალტიის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტის გამართვაზე უარი უთხრეს.- ამის შესხებ ინფორმაციას ლიტვური მედია საშუალება „15 წუთი“ ავრცელებს
მათ წყაროებმა დაუდასტურეს, რომ ლიტვის ლატვიის და ესტონეთის პარლამენტებმა და მთავრობებმა კოორდინირებულად მიიღეს გადაწყვეტილებაა და საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურ ვიზიტზე უარი უთხრეს.
"15 წუთის წყაროები ადასტურებენ, რომ ლიტვამ და ბალტიის სხვა ქვეყნებმა გადაწყვიტეს არ მიეღოთ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც რეგიონში ვიზიტს გეგმავდა. ბალტიური ქვეყნების მთავრობების თქმით, თბილისიდან ვიზიტის უარყოფა განპირობებული იყო იმით, რომ საქართველომ არ გამოიჩინა ლგბტ აქტივისტებსა და მედიაზე თავდამსხმელების დასჯის სურვილი" – წერია ლიტვურ პრესაში.
ასევე, 5-6 ივლისის მოვლენების გარდა, ლიტვური პრესა ამბობს, რომ უარის მიზეზი 19 აპრილის შეთანხმების "ქართული ოცნების" მიერ ანულირებაც იყო.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press