დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ქვეყანაში დელტა პლუსის, რომელიც კლასიკური დელტა ვარიანტის ქვეშტამია, 10-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო ქვეყანაში კლასიკური დელტა შტამის გავრცელება 80%-ზე მეტია.
"დელტა პლუსის 10-ზე მეტი შემთხვევაა. თბილისში და ბათუმში შემთხვევებიდან თითქმის სულ ყველა დელტა შტამია, ხოლო საქართველოზე თუ გადავიანგარიშებთ, სადღაც 80%-მდე დელტა [კლასიკური] არის ყველგან". – ამბობს პაატა იმნაძე რუსთავი 2-ის ეთერში.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი იმატებს. გასულ 24 საათში ვირუსი 4 233 ადამიანს დაუდასტურდა. მეორე დღეა, საქართველოში დღიური მაჩვენებელი COVID 19-ით ინფიცირების 4 ათასს აჭარბებს.
რუსეთის ქალაქ სტავროპოლში აფეთქების შედეგად ქალ...
ახმეტაში მკვლელობა მოხდა. თანასოფლელმა 40 წლამდ...
გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა "ვივა...
ახალციხეში, კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვ...
ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლ...
Mana press