გაერთიანებული სამეფო საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის რეჟიმს ცვლის და ქვეყნის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 8 აგვისტოდან საქართველო დიდი ბრიტანეთის ე.წ წითელი ქვეყნების სიაში იქნება.
საქართველოდან ბრიტანეთში გამგზავრება, მთელი რეგულაციების დაცვით, შეეძლებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ცხოვრების უფლება აქვთ.
გაერთიანებული სამეფოს წითელი ქვეყნების სიაში 66 ქვეყანა იყო, თუმცა მათ საქართველოსთან ერთად დამეატა მაიიოტა, მექსიკა და რეუნიონი.
რაც შეეხება მწვანე ქვეყნების სიას, მათ დაემატებიან: ავსტრია, გერმანია, სლოვენია, სლოვაკეთი, ლატვია, რუმინეთი და ნორვეგია.
ცნობისთვის, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 626 პაციენტი და გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press