Foto

„ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიში განახორციელა

ლიბანურმა  დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ სარაკეტო იერიში მიიტანა ისრაელის ტერიტორიაზე, -  ამ ინფორმაციას უცხოური სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 სარაკეტო თავდასხმის შესახებ ინფორმცია  ისრაელის თავდაცვის ძალებმაც დაადასტურეს. მათი განცხადებით, ლიბანის სამხრეთ ნაწილიდან ისრაელის მიმართულებით სულ მცირე 10 რაკეტა გაუშვეს, რაკეტების უმეტესობა ისრაელის „რკინის გუმბათის“ სისტემამ მოიგერია, დანარჩენი კი - დაუსახლებელ ტერიტორიაზე დაეცა.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„ჰეზბოლას“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  ეს სარაკეტო თავდასხმა პასუხია გუშინ, ისრაელის მხრიდან განხორციელებული ავია იერიშის.

შეგახსენთ რომ გუშინ, ისრელმა ლიბანის თავდასხმის პასუხად ის ობიექტები ააფეთქა, საიდანაც 4 აგვისტოს ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.