Foto

კელი დეგნანი რუსეთის განცხადებაზე- ჯერ რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი რუსეთის  გუშინდელ განცხადებას,  გამოეხმაურა

დიპლომატის თქმით,  თუ რუსეთს ნამვილად სურს დიალოგი, პირველ რიგში უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს(განცხადება) იქნება მორიგი დეზინფორმაციის გავრცელების მაგალითი.

"ასეთი ტიპის გზავნილები ქართველებს ადრეც მოუსმენიათ თუმცა იმისთვის, რომ ეს განცხადება სერიოზულად აღვიქვათ, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა, პირველ რიგში, თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან. სხვა მხრივ, ეს იქნება კიდევ ერთი მაგალითი დეზინფორმაციის გავრცელებისა. მნიშვნელოვანია რომ რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, უკან წაიღოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარება და დაუყოვნებლივ გახსნას ჰუმანიტარული კორიდორი. დიალოგისთვის და ასეთი მოლაპარაკებებისთვის არსებობს ჟენევის მოლაპარაკებების საერთაშორისო ფორმატი და ამ ფორმატში მოლაპარაკების გამართვა კეთილსინდისიერი ნაბიჯი იქნება ამ საკითხების მოსაგვარებლად", - განაცხადა კელი დეგნანმა

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამრთულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის  ალექსანდრ ბიკანტოვის  განაცხადა, რომ  რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობები განაახლოს,  თუ ამისთვის ქართული მხარეც იქნება მზად.