Foto

თბილსერვისის გაფიცვა გრძელდება თბილისში ნაგავი გროვდება

“თბილსერვის ჯგუფის” დასაქმებულების აქცია გრძელდება, ისინი ანაზღაურების მატებას და ღირსეულ შრომით პირობებს ითხოვენ. პროფკავშირების ინფორმაციით, კომპანია ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ დასაქმებულთა ნაწილი სამუშაოდ შევიდა, მაგრამ დასაქმებულები ხვალაც აქციას აანონსებენ.

მათივე ინფორმაციით, კომპანიიდან გავიდა რამდენიმე მანქანა, რომელზეც ადმინისტრაციის წარმომადგენლები დასხდნენ, რადგან მერიადან დაურეკავთ თხოვნით “პრესტიჟული” ქუჩებისთვის მაინც გამოუშვით ხალხიო. - წერს პროფკავშირები გავრცელებული განცხადებაში.