Foto

საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 606 988 პირია აცრილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 7 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 606 988 პირია აცრილი.

NCDC-ის ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 189 774 ადამიანი.

„აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522“, - აცხადებენ NCDC-ში.