სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა შესაძლოა ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარონ, - ამის განცხადება ცხინვალში გამართულ შეხვედრაზე ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა და სეპარატისტული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გააკეთეს, მათი თქმით სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წარმომადგენლებმა ეს თემა განიხილეს და შეთანხმნენ რომ წვრთნები ან აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩატარდება
„განვიხილეთ ჩვენს სტრუქტურებს შორის ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა და რადგან ჩვენ გვაქვს შეთანხმება სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, რატომ არ უნდა ჩატარდეს ერთობლივი სამხედრო წვრთნები, ჩვენი მეზობლები ხომ მათ რეგულარულად ატარებენ. გარკვეული მომზადების შემდეგ შესაძლებელია ამ სწავლების ჩატარება აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე”, - აღნიშნა ბიბილოვმა.
შეხვედრის დასრულებისას კომენტარი ასლან ბჟანიამაც გააკეთ. მისი თქმით მხარეებმა ასევე განიხილეს “ორი სახელმწიფოს“ უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები.
“სამწუხაროდ, სამყარო არ გამხდარა უფრო ჰუმანური და ჩვენ გვჭირდება გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვხვდებით მსგავს პრობლემებს მრავალი თვალსაზრისით და მიდგომების ერთიანობა არის რეალური შანსი ამ საკითხების გადასაჭრელად. ორი ხმა ყოველთვის უკეთესია, ვიდრე ერთი. მით უფრო, რომ ამ ბოლო დროს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ცოტა რამ შეიცვალა ჩვენს სასარგებლოდ”, - განაცხადა ბჟანიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press