ბათუმში კლუბ "სოჰოში" ლელა წურწუმიას მიერ გამართულ კონცერტზე ასობით ადამიანი ახლო-ახლოს დგას და არცერთს ნიღბები არ უკეთია. კონცერტი 7 აგვისტოს, 20.00 საათძე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ გამოცხადებული იყო, რომ Lela&nonstopband კონცერტი რეგულაციების დაცვით გაიმართებოდა, ფეისბუქში გავრცელებული ათობით ვიდეოში ჩანს, რომ ხალხი რეგულაციის ელემენტარულ წესებსაც არ იცავს. ლელა წურწუმიას გვერდზე გავრცელებული ვიდეოზე სადაც მომღერალი მის ჰიტს "ღამის სიჩუმე გაფანტეს" მღერის, შემჭიდროებულად მოხტუნავე ხალხი ჩანს, რამაც მომხმარებლების აღშოთება გამოიწვია.
8 აგვისტოს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 344 ახალი შემთხვევიდან აჭარაში გამოვლინდა 595 შემთხვევა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 41 187 საიდანაც: 876 ადამიანი მკურნალობს აჭარის სხვადასხვა საავადმყოფოებში.
რუსეთის ქალაქ სტავროპოლში აფეთქების შედეგად ქალ...
ახმეტაში მკვლელობა მოხდა. თანასოფლელმა 40 წლამდ...
გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა "ვივა...
ახალციხეში, კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვ...
ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლ...
Mana press