Foto

8 აგვისტოს მონაცემებით ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6 084-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 344 პირს დაუდასტურდა, 3 376 პაციენტი გამოჯანმრთელდა.