საქართველოს პრემიერმიინსტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომში კვლავ წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
"გარდაცვლილთა ოჯახებისა და ჩვენი გმირების წინაშე აღარ მინდა იმაზე ვისაუბრო, რა პასუხისმგებლობაც ეკისრება წინა ხელისუფლებას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მუხათგვერდში განაცხადა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მთავრობის მეთაურის თქმით, მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია აღარასდროს აღარ უნდა გაიმეოროს არც ერთმა ხელისუფლებამ.
„გარდაცვლილთა ოჯახებისა და ჩვენი გმირების წინაშე აღარ მინდა იმაზე ვისაუბრო, რა პასუხისმგებლობაც ეკისრება წინა ხელისუფლებას. ამის შესახებ ჩვენ უკვე გავაკეთეთ შეფასება და ვერდიქტი გამოტანილი აქვს ქართველ ხალხს. მინდა ყველას შევახსენო, რომ მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია აღარასდროს აღარ უნდა გაიმეოროს არც ერთმა ხელისუფლებამ. ჩვენი ვალია, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ჩვენი ხალხი ყოველგვარი აგრესიისგან, დამპყრობლებისა და ოკუპანტებისგან. ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press