5 აგვისტოს გამართულ სააკორდინაციო საბჭოზე საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ექიმთა და ეპიდემიოლოგთა ჯგუფს დაუპირისპირდა. როგორც "ინტერექსპრესნიუსისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ღარიბაშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს და მის მოადგილეს პაატა იმნაძეს დაუპირისპირდა. პრემიერს სიტყვიერი შელაპარაკება ქონდა სხვა მოწვეულ ეპიდემიოლოგებთან.
ექიმთა ჯგუფმა, სააკორდინაციო საბჭოს სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილს მოთხოვა, შეზღუდვების დაწესება. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ დაურეგულირებლობის შემთხვევაში, ეპიდემიური ვითარების კონტროლი ვერ მოხერხდებოდა, რაზეც ღარიბაშვილმა თქვა, რომ თუ შეზღუდვებს დააწესებს, პოლიტიკურად წამგებიან პოზიციაში ჩადგებოდა და არჩევნებს წააგებდა. წყაროს ცნობით, ამ რეპლიკის შემდეგ, სპეციალისტები შეეცადნენ პრემიერის საპირისპიროში დარწმუნებას თუმცა ამ ფაქტმა ღარიბაშვილის გაღიზიანება გამოიწვია, რასაც ხმამაღალ ტონალობაში საუბარი მოყვა.
სააკორდინაციო საბჭოს სხდომიდან გამოსულმა პაატა იმნაძემ თქვა, რომ მისი პირადი რეკომენდაცია იყო, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს, რაც ღარიბაშვილმა არ გაიზიარა. „ერთადერთი გზა, რომლითაც შეგვიძლია დავიცვათ მოსახლეობის სიცოცხლე, არის აცრების კიდევ უფრო მეტი გააქტიურება. ჩემი პირადი რეკომენდაციაა აცრა, საწრადოფ აცრა ყველასი და შეზღუდვებს რაც შეეხება, ჩემი პირადი რეკომენდაციაა, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს“, - განაცხადა 5 აგვისტოს იმნაძემ.
შეზღუდვების შემოღებას მხარი დაუჭირა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, მან პრემიერს უთხრა, რომ ჯანდაცვის სისტემა რამდენიმე დღეში პაციენტთა დაწოლას ვერ გაუძლებდა.
ყოველდღიურად საქართველოში 4000-მდე ადამიანი ინფიცირდება, ეს დინამიკა რამდენიმე დღეა გრძელდება. ერთ სულ მოსახლეზე გარდაცვალების შემთხვევები, ძალიან დიდია, რომელიც დღეში 30 ადამიანს აჭარბებს.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press